შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2023 წლის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

 

კონკურსის აბრევიატურა: BRG

კონკურსის მიზანი

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

13 თებერვალი -  6 მარტი 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

10 მარტის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

მარტი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

მარტი-აპრილი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

აპრილი -კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

აპრილი-მაისი – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

მაისი-ივნისი  - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

20 თებერვალი - 11:00 საათი  - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია

1 მარტი - 11:00 საათი  - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია , დასასწრებად გადადით ბმულზე : https://us04web.zoom.us/j/5977352291?pwd=Wi9mK3dzNTc1ejBwUGhkelE3RGRBZz09

Meeting ID: 597 735 2291
Passcode: 470662

4  მარტი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი 3)
  • პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირთება პროექტის რეგისტრაციისას
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6) - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი 7 (GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  დანართი 8 - (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 12) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი 13)
  • პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირთება პროექტის რეგისტრაციისას
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 16) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 17) - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 7 (GEO/ENG)
  • პროექტში ჩართული ძირითადი და პლენარული მომხსენებლების (თუ ისინი ამავდროულად არ ატარებენ ძირითადი პერსონალის სტატუსს) თანხმობის წერილები - დანართი14 (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე brg@rustaveli.org.ge

 

კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

568 88 37 57

brg@rustaveli.org.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!