2024 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - ,,ლეონარდო და ვინჩის” - პირველი ეტაპის შედეგები
2024 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - ,,ლეონარდო და ვინჩის“ პირველ ეტაპზე დარეგისტრიდა 37 საკონკურსო განაცხადი.
კომისიამ საკონკურსო განაცხადები შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 14 თებერვლის N08 ბრძანებით დამტკიცებული პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 32 საკონკურსო განაცხადი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ კონკურსის მეორე ეტაპის სარეგისტრაციო ვადები:
2024 წლის 20 სექტემბრის 18:00 საათამდე - კონკურსის მეორე ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტების წარდგენა ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge
2024 წლის 27 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის წარდგენა ფონდის კანცელარიაში იხილეთ 2024 წლის კონკურსის გამოცხადების ბმული.
გისურვებთ წარმატებებს!