ფონდი აცხადებს 2025 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“
კონკურსის აბრევიატურა SCR
კონკურსის მიზანი
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად; მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის; სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.
კონკურსის ადმინისტრირება
2025 წლის 7 მაისი - 30 მაისი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია
გრანტების მართვის ერთიან სისტემა GMUS-ში;
2025 წლის 04 ივნისი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების
წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
ივნისი- ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ივნისი-ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების
დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
ივლისი-აგვისტო - პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და საკონკურსო
კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება გენერალური
დირექტორის მიერ.
ჯგუფური კონსულტაციები:
21 მაისი – 11:00 საათი, დისტანციურად ვირტუალურ ფორმატში (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე)
23 მაისი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 2 მაისის N49 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2 - ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება - დანართი 3
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 4 - გენერირდება GMUS-დან
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 5 - გენერირდება GMUS-დან
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ - დანართი 6
- პროფესიული ბიოგრაფია CV - დანართი 7 - გენერირდება GMUS-დან
- თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 8
- ბიუჯეტის კლასიფკატორი - დანართი 9
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10 - გენერირდება GMUS-დან
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
დამხმარე მასალები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით scr@rustaveli.org.ge
კოორდინატორები:
შორენა დარჩიაშვილი - პროგრამული საკითხები - საკონტაქტო ტელეფონი: 2 200 220 (4024)
მარიამ ხურციძე - პროგრამული საკითხები - საკონტაქტო ტელეფონი: 2 200 220 (4205)
საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: scr@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!