შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2021 წლის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა: BRG

კონკურსის მიზანი

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

10 მარტი -  20 აპრილი 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

28 აპრილი 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

აპრილი –მაისი ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

მაისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

მაისი - ივნისი – კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

ივლისი – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ივლისი აგვისტო  საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

12 მარტი, 24 მარტი და 12 აპრილი 16:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები, დასასწრებად გადადით ბმულზე

13 აპრილი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე brg@rustaveli.org.ge 
  • ხშირად დასმული კითხვები

 

კოორდინატორები:

თამუნა აზარიაშვილი (პროგრამული საკითხები) – 551 32 23 00, (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)

ქეთევან გორგაძე (პროგრამული საკითხები) – 568 88 37 57, (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)

კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში - ხათუნა არაბული

საკონტაქტო ინფორმაცია: brg@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!