შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გენდერული თანასწორობის გეგმის მეშვეობით ავითარებს ინსტიტუციურ ცვლილებებს

 

                                            

 

[თბილისი], 26/03/2022

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დაამტკიცა და გამოაქვეყნა გენდერული თანასწორობის გეგმა (GEP). გენდერული თანასწორობის გეგმა შემუშავდა პროექტ CALIPER-ის ფარგლებში.  პროექტი CALIPER-ის ძირითადი ამოცანაა გააძლიეროს გენდერული ბალანსი STEM მიმართულებებში და უზრუნველყოს ქალი მკვლევრების უფრო მეტი ჩართულობა კვლევასა და ინოვაციაში, ასევე ხელი შეუწყოს ევროპული კვლევითი სივრცის მე-4 პრიორიტეტს გენდერული თანასწორობის შესახებ -"გენდერული თანასწორობა და გენდერული კურსი კვლევაში". პროექტი ასევე ხელს უწყობს დიალოგს და თანამშრომლობას აკადემიური წრეების, საჯარო სექტორის  და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის, რათა დაძლიონ გენდერული უთანასწორობა „კვლევა-ტრანსფერი-ბაზრის“ მიმართულებით.

გენდერული თანასწორობის გეგმის განვითარებისთვის აუცილებელი გარე და შიდა პირობების ანალიზის შემდეგ, გამოვლენილი იქნა პოტენციური გენდერული მიკერძოებები და უთანასწორობები  და შემუშავდა შესაძლო წინააღმდეგობების გადასალახად მიმართული სცენარები. შედეგად,  GEP-ი დამტკიცებული და გამოქვეყნებულია, მიმდინარეობს დაგეგმილი აქტივობების განხორციელება. GEP-ი ფონდისთვის წარმოადგენს საშუალებას  განახორციელოს სტრუქტურული ცვლილებები და გააძლიეროს გენდერული ბალანსი STEM მიმართულებებში. ის მოიცავს 7 მიმართულებას: ადამიანური რესურსები, ინსტიტუციური მმართველობა, ინსტიტუციური კომუნიკაცია, სექსუალური შევიწროება, ინტერსექციურობა, კვლევის დაფინანსება და კოლაბორაციული აქტივობები.  

როგორც კვლევის დამფინანსებელი ორგანიზაცია, ფონდი მზად არის გაუზიაროს  ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ ეკოსისტემას, მათ შორის სხვა კვლევით ინსტიტუტებს, ასევე ინდუსტრიას, სამინისტროებსა და სამთავრობო ორგანოებს, საჯარო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ამ მიმართულებით შეიქმნა ადგილობრივი კვლევისა და ინოვაციების (R&I) ჰაბი, რათა ხელი შეეწყოს გენდერული თანასწორობის შესახებ ურთიერთსწავლებას. ეს ჰაბი წარმოადგენს მყარ საფუძველს უფრო მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვისა და გენდერულად მეგობრული კვლევისა და ინოვაციების საზოგადოების შესაქმნელად.

 

ზოგადი ინფორმაცია

პროექტი CALIPER მხარს უჭერს შვიდ (7) კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციას და ორ (2) კვლევის დამფინანსებელ ორგანიზაციას ევროპის ცხრა ქვეყანაში (ბელგია, ხორვატია, იტალია, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, თურქეთი), რათა შეიმუშავონ, დანერგონ, შეაფასონ და გააფართოვონ გენდერული თანასწორობის გეგმები (GEPs) და აერთიანებს ადგილობრივ ინოვაციურ ჰაბებს მიღებული ცოდნის გასაზიარებლად აკადემიური სექტორის მიღმა. პროექტის მიზანია კვლევითი ორგანიზაციები  უფრო გენდერულად თანასწორი გახადოს STEM-ში ქალი მკვლევრების რაოდენობის გაზრდის ხელშეწყობის, მათი კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესების და კვლევაში გენდერული განზომილების ინტეგრირების მეშვეობით.

 

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: Website |Facebook |Twitter |LinkedIn

 

  This project has received funding from the European Union's Horizon 2020 Research and Innovation programme under Grant Agreement No 873134