კონკურსის მიზანი: ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მობილობის გაზრდით მათი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა. მიზნობრივი პროექტები მიმართული იქნება ნიჭიერ, ახალგაზრდა მეცნიერთა გამოვლენისკენ და მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისკენ, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტების სასწავლო-კვლევითი სტიპენდიების დაფინანსების გზით. ორმხრივი მიზნობრივი თანამშრომლური შეთანხმებების საფუძველზე დაფინანსდება ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ერთობლივი საგრანტო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის განვითარებას, მათ ინტეგრირებას საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სივრცეში.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტირებული სადოქტორო პროგრამების დოქტორანტები და პოსტდოქტორანტები.
ხანგრძლივობა: დოქტორანტებისათვის კვლევითი პროექტის ხანგრძლივობაა 3-6 თვე, პოსდოქტორანტებისათვის 4-6 თვე
კოორდინატორი: რუსუდან ჯობავა
დაფინანასებული პროექტები: