შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

 

                      

 

კვლევის პასუხისმგებლიანად  წარმართვა   - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities” (ETHICS)

ეროვნული სტრუქტურული პროექტის “კვლევის პასუხისმგებლიანად  წარმართვა   - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (ETHICS) მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე, სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებში. აღნიშნული საშუალებას მისცემს უმაღლესი განათლების ინსტიტუციებს კვლევის მაღალი ხარისხი და ეთიკის ნორმები დაიცვან.

პროექტის ძირითადი მიზანი -   კვლევის კეთილსინდისიერების  სტანდარტების გაძლიერება  -  მხარდაჭერილია შესაბამისი ეროვნული და ინსტიტუციური პოლიტიკითა და პროცესებით, რაც ხელს უწყობს ორიგინალურობას მოკლებული სამეცნიერო სამუშაო პრაქტიკის თავიდან აცილებას.

პროექტით გათვალისწინებულია კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვის გამოწვევები, რომელიც წარმატებული პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე უნდა გაუმჯობესდეს, რაც გავლენას იქონიებს არა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს განათლებაში არსებულ ინსტიტუტებზე, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს არის მორგებული, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე.

 

დაგეგმილი აქტივობები მოიცავს:

(ა) პოლიტიკის ცვლილება და ექსპერტთა შესაძლებლობების განვითარება დოქტორანტურის აკრედიტაციის სფეროში,

(ბ) კვლევის მთლიანობის მოდულის/MOOC-ის შექმნა,

(გ) მკვლევართა და კვლევის კეთილსინდისიერების „ოფიცრების“ ტრენინგი,

(დ) უნივერსიტეტის კვლევის კეთილსინდისიერების, პოლიტიკის, ეთიკისა და რესურსების შემუშავება,

(ე) კვლევის კეთილსინდისიერების ეთიკის საბჭოს ორგანიზება,

(ვ) კვლევის ხელშემწყობი გარემოსთვის აკადემიური კვლევის მთლიანობის სერვისების შემუშავება და განვითარება ,

(ზ) საქართველოს უნივერსიტეტებში სამეცნიერო კომუნიკაციის გაღრმავება.

 

ეთიკის პროექტის კონსორციუმი შედგება 17 წევრისგან.

პროექტის კოორდინატორი:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი,
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

 

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/en

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს: https://bit.ly/409XMB8