შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ETHICS - ის კონსორციუმის პარტნიორების პირველი შეხვედრა

 

ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ გამარჯვებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities” (ETHICS) კონსორციუმის პარტნიორების პირველი შეხვედრა გაიმართა. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი კონსორციუმში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ერთად პარტნიორი სახელმწიფო ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობს. პროექტის მიზანია უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში კვლევის ხარისხის ამაღლება სისტემური გაუმჯობესების გზით.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა, რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და სხვებმა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ETHICS - ის პროექტით გათვალისწინებული სამუშაო მიმართულებების, პაკეტების განხილვა. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ზოგადად, კვლევის ეთიკის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის განმავლობაში ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვის ევროპული სტანდარტების დანერგვა, ინსტიტუციურ დონეზე კვლევის კეთილსინდიერების მხარდამჭერი გეგმის შემუშავება, მეცნიერების მიმართ ნდობის გაძლიერება, სამეცნიერო საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორციელება.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ETHICS-ის ფარგლებში ჩართული იქნება პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში, ვორქშოფებსა და შეხვედრებში, რითაც ფონდი უზრუნველყოფს უნივერსიტეტებში კვლევის დისციპლინური გარემოს გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.

პროექტის კოორდინატორი:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი,
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

 

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/en