შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტ „ეთიკის“ ფარგლებში მკვლევრების და კვლევის დამხმარე (კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებელი) პერსონალის ტრენინგი

ევროკავშირის ერაზმუს+ პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“  ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი, საერთაშორისო ურთიერთობების და ფონდების მოზიდვის სამსახურის სპეციალისტი მარიამ მოსიაშვილი, მონაწილეობას იღებდა მკვლევრების და კვლევის დამხმარე (კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებელი) პერსონალის ტრენინგში.

მიმდინარე წლის 11 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქ ქუთაისში ორგანიზებულ ტრენინგს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა.

აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მკვლევრების და კვლევის დამხმარე (კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებელი) პერსონალის გადამზადება. ტრენინგის დასრულების შემდეგ,  აღნიშნულმა პირებმა  უნდა ჩაატარონ ინსტიტუციური ტრენინგების/სემინარების სერია მკვლევრების, აკადემიური პერსონალის, დოქტორანტების ხელმძღვანელებისა და პროგრამის კოორდინატორების მომზადების მიზნით.

ტრენინგის ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა მიმოიხილეს კვლევის კეთილსინდისიერების მნიშვნელობა და გადაცდომები, რომლებიც გამოწვევას წარმოადგენს პასუხისმგებლიანი კვლევის წარმართვისთვის. ასევე, ევროპელმა პარტნიორებმა კონსორციუმის წევრებს გაუზიარეს ENAI- ში არსებული პრაქტიკა (ENAI – European Network for Academic Integrity).

 

ეროვნული სტრუქტურული პროექტის “კვლევის პასუხისმგებლიანად  წარმართვა   - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (ETHICS) მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე, სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებში.

ეთიკის პროექტის კონსორციუმი შედგება 17 წევრისგან.

პროექტის კოორდინატორი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი,
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

 

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

 

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/en

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს: https://bit.ly/409XMB8