შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტ „ეთიკის“ კონსორციუმის პარტნიორების მესამე შეხვედრა ქალაქ ბრნოში

 

2025 წლის 3–4 სექტემბერს ჩეხეთის ქალაქ ბრნოში ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“-ის პროექტის „ეთიკა – კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა: კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ კონსორციუმის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას მასარიკის უნივერსიტეტი მასპინძლობდა.

 შეხვედრა „ეთიკის“ პროექტის სტრატეგიულ ეტაპს წარმოადგენდა და გააერთიანა პარტნიორი ინსტიტუტები საქართველოდან და ევროკავშირიდან. მისი მთავარი მიზანი იყო პროექტის პროგრესის შეფასება, 2025 წლისთვის დაგეგმილი დარჩენილი აქტივობების დაზუსტება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის მთლიანობისა და ეთიკის უზრუნველყოფის მომავალი ნაბიჯების გამყარება.

 სამუშაო პაკეტების ფარგლებში, რომლებიც მოიცავს პოლიტიკის ცვლილებას, შესაძლებლობების გაძლიერებას, ტრენინგებს, რესურსების განვითარებასა და პასუხისმგებელ კომუნიკაციას, შეხვედრამ ხელი შეუწყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევების განხილვას და პროექტის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში საბოლოო ნაბიჯების დაგეგმვას.

 სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელით აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის სპეციალისტმა, პროექტის კოორდინატორმა - თინათინ კუჭუხიძემ.

ეროვნული სტრუქტურული პროექტის “კვლევის პასუხისმგებლიანად  წარმართვა   - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (ETHICS) მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე, სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებში.

ეთიკის პროექტის კონსორციუმი შედგება 17 წევრისგან.

პროექტის კოორდინატორი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი,
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

 

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

 

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/en

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს: https://bit.ly/409XMB8