შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტ „ეთიკის“ კონსორციუმის პარტნიორების პირველი შეხვედრა პრაღაში

 ევროკავშირის  პროგრამის „ერაზმუს+“ პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“  ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი, ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების და ფონდების მოზიდვის სამსახურის წარმომადგენელი  მარიამ მოსიაშვილი  ქალაქ პრაღაში გამართულ კონსორციუმის პარტნიორების პირველ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.  პროექტის მიზანია  კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და მომსახურების  გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე, სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებში.

ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ კონსორციუმის პარტნიორების  შეხვედრას პროექტ „ეთიკის“ ევროპელი პარტნიორი -  ჩარლზის უნივერსიტეტი მასპინძლობდა. 

შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა განიხილეს  პროექტის მიზნები და სამუშაო პაკეტები, ასევე,  სამომავლო გეგმები, რომლებიც  საშუალებას მისცემს უმაღლესი განათლების ინსტიტუციებს კვლევის მაღალი ხარისხი და ეთიკის ნორმები დაიცვან. შეხვედრა ასევე მიზნად ისახავს  პროექტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფების ფორმირებას. 

 

ეთიკის პროექტის კონსორციუმი შედგება 17 წევრისგან.

პროექტის კოორდინატორი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი,
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/en

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს: https://bit.ly/409XMB8