შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტ „ეთიკის“ წარდგენა დისემინაციის პირველი აქტივობა

2023 წლის 11 აპრილს, EU-Erasmus+ (Responsible Conduct of Research - Research Integrity and Ethics in Georgian Universities (ETHICS) -,,კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ პროექტის ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შიდა საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრას პროექტ ETHICS-ის საკონტაქტო პირი, მარიამ მოსიაშვილი, უძღვებოდა. საინფორმაციო შეხვედრაზე, მომხსენებელმა ფონდის თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის მიზნებსა და სამუშაო პაკეტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომლებიც  საშუალებას მისცემს უმაღლესი განათლების ინსტიტუციებს კვლევის მაღალი ხარისხი და ეთიკის ნორმები დაიცვან.

ეროვნული სტრუქტურული პროექტის “კვლევის პასუხისმგებლიანად  წარმართვა   - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (ETHICS) მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე, სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებში.

 

ეთიკის პროექტის კონსორციუმი შედგება 17 წევრისგან.

პროექტის კოორდინატორი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი,
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

 

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

 

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/en

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს: https://bit.ly/409XMB8