კონკურსის მიზანი
საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმების, ვორქშოფების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.
|
საპროექტო განაცხადი ტიპი |
ინსტიტუციური; |
|
|
ჯგუფური |
კონკურსის აბრევიატურა ISE
კონკურსის ძირითადი პირობები
საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია და ტექნოლოგიები;
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
- აგრარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
კონკურსის კოორდინატორები: დავით ჩიჩუა , ნათელა პაპავა