შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სტუდენტებისთვის ესეების კონკურსის შესახებ, რომლის თემატიკაა: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი.

 აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას ბელორუსის, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებთან. პროგრამა გულისხმობს თანამშრომლობას: ეკონომიკის, მიგრაციის, მმართველობისა და სხვა მიმართულებებით.

აღნიშნული კონკურსი იმართება პოლონეთისა და ლიეტუვას  საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და სწავლობენ აღნიშნულ სახელმწიფოების უნივერსიტეტებში.  კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:

  • ინგლისურ ენაზე შესრულებული ესე - MS Word (.doc or .docx.) ან PDF (.pdf) format; font - Times New Roman; font size - 12; spacing - single; სიტყვების რაოდენობა : 5,000 - 6,000 (ca. 10 to 12 pages, A4 format);
  • 1 აპლიკანტს აქვს მხოლოდ 1 ესეს წარდგენის უფლება.
  • ნამუშევარი უნდა შესრულდეს ელექტრონულად და თან ახლდეს ავტორის ხელმოწერა.
  • ნაშრომის ავტორის CV (აუცილებლად უნდა შეიცავდეს ავტორის ტელეფონის ნომერს და ელ-ფოსტას).

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 აპრილი.

აპლიკანტმა სომხეთიდან, ბელარუსისა და აზერბაიჯანიდან, დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ ამ ქვეყნებში წარმოდგენილ პოლონეთის საელჩოებში. ხოლო მონაწილეებმა საქართველოდან, უკრაინასა და მოლდოვიდან, დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ ამ ქვეყნებში წარმოდგენილ ლიეტუვას საელჩოში.

გამარჯვებული აპლიკანტი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მაღალი რანგის პოლიტიკურ ასამბლეაზე და პოლონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან გადაეცემათ სერთიფიკატი.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  ვებსაიტს.