შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

25 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „გაზრდილი ტრანსპარენტულობა და ფინანსური ინფორმაციულობა: ახალი შესაძლებლობები აკადემიური სექტორისა და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობისთვის“. აღნიშნული კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში და მხარდაჭერილია ფინანსთა სამინისტროს ბუღალტერიის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და ა(ა)იპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (ს/კ 405312674) მიერ. 

ღონისძიების მიზანია საქართველოში ინფორმაციულობის ახალი პლატფორმის არსებობის კვალობაზე საფუძველი ჩაუყაროს სამეცნიერო წრისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ღონისძიებას დაესწრებიან ქართული და უცხოური აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სხვა დაინტერესებული მხარეები (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს სტატისტიკის სამსახური, საქართველოს საფონდო ბირჟა და სხვა).

კონფერენცია დაეთმობა პლენარული სტუმრების მოხსენებებსა და პანელის დისკუსიას სტუმრებსა და აუდიტორიას შორის, საკონფერენციო სტატიების წარდგენას მაგისტრანტების, დოქტორანტების, ახალგაზრდა და გამოცდილი მეცნიერების მხრიდან.

სამუშაო ენა: ინგლისური (ქართული ენის დაშვების უფლებით)

იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი.