შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის პროგრამის  ფარგლებში, 19 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზაციული ხელშეწყობით თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდება „საქართველო-გერმანიის  მეცნიერების დღე“, რომელზეც განხილული იქნება საქართველო-გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის წარმატებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს გერმანიიდან  დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (DFG), ჰუმბოლტისა (AvH) და  ფოლკსვაგენის (VW) ფონდების, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ლეიბნიცისა და ჰელმჰოლცის ასოციაციებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების მაღალი რანგის  თანამდებობის პირები.

ღონისძიება ჩატარდება 9.00 სთ-დან 18.30 სთ-მდე. გთხოვთ, დანართის სახით იხილოთ დეტალური პროგრამა (ინგლისური ვერსია) ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური (სინქრონული თარგმანის გარეშე).

„საქართველო-გერმანიის  მეცნიერების დღის“ მეორე ნახევარი - 16:30 – 18:30 სთ-ის, დაეთმობა ე.წ. საშუამავლო ღონისძიების მსგავს ბილატერალურ შეხვედრებს (Market Opportunities), სადაც საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა გერმანულ დელეგაციას წარუდგინონ ინფორმაცია მიმდინარე აქტუალური კვლევითი პროექტების შესახებ და იმსჯელონ შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობისა და თანადაფინანსების მოძიების საკითხებზე.

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე