შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Mieroszewski Center (პოლონეთი) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას მკვლევრებისთვის მთელი მსოფლიოდან

Mieroszewski Center აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას მკვლევრებისთვის მთელი მსოფლიოდან. მკვლევრებს ეძლევათ შესაძლებლობა,  პოლონეთში განახორციელონ კვლევითი/სასწავლო პროექტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხების ისტორიაზე, პოლიტიკაზე, კულტურასა და მემკვიდრეობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის კვირა 2023 წლის 3 სექტემბერი.

სტიპენდიის ხანგრძლივობა

სტიპენდიები გაიცემა ერთ-ერთი შემდეგი პერიოდისთვის:

  1. ზამთრის სემესტრი - ოთხი თვის განმავლობაში 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 იანვრამდე
  2. ზაფხულის სემესტრი - ხუთი თვის განმავლობაში 2024 წლის 1 თებერვლიდან 2024 წლის 30 ივნისამდე
  3. ცხრა თვის ორი სემესტრი - 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე

სტიპენდია არის თვეში 6500 PLN.

განაცხადი

სტიპენდიაზე განაცხადის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია Mieroszewski Center-ის ვებსაიტზე და გააგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: stypendia@mieroszewski.pl.  განაცხადების შევსება შესაძლებელია როგორც პოლონურ, ასევე ინგლისურ ენებზე.

ნებისმიერი შეკითხვისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ცენტრს მისამართზე: stypendia@mieroszewski.pl.

Mieroszewski Center არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც შეიქმნა პოლონეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, მას ზედამხედველობას უწევს პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო. Mieroszewski Center-ის მისიაა აღმოსავლეთ ევროპის ხალხებისადმი მიმართული აქტივობების წამოწყება, მხარდაჭერა და განხორციელება.

იხილეთ  ბმული