შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აანონსებს 2018 წლის “დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს”

კონკურსის მიზანი

ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა,  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით!

კონკურსის ძირითადი პირობები

საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.

ფინანსური მოთხოვნები:

  • ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე) ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს.
  • დოქტორანტის სტიპენდია ერთ საანგარიშო პერიოდში  (6 თვე)  არ უნდა აღემატებოდეს 5250 ლარს.

პროექტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 36 თვე (კონკურსის პირობების შესაბამისად).

კონკურის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები.

კონკურსი გამოცხადდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ კონკურსის დებულების დამტკიცებისთანავე.

კონკურსის საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: do@rustaveli.org.ge

ტელეფონი: 2 200 220 (4018)