ფოტოგამოფენა გაეროს ჟენევის ოფისში
რუსთაველის ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ფოტოგამოფენის შესახებ , რომელიც ტარდება გაეროს ჟენევის ოფისის ორგანიზებით და ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) და საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) მონაწილეობით, 2024 წლის 2 ივლისს (თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება), გაეროს ჟენევის ოფისში სახელწოდებით „Not a Women’s Job?: Changing Faces of Science and Tech”.
გამოფენის მიზანია იმ ქალების მიღწევების წარმოჩენა, რომლებიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში გენდერულ სტერეოტიპებს დაუპირისპირდნენ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილში.