გამოცხადდება რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი საგრანტო კონკურსი
მიმდინარე წლის მარტის ბოლოს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამოაცხადებს „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ერთობლივი RUSTAVELI-DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს“.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს:
· ახალგაზრდა მეცნიერების (პოსტდოქტორანტების)
· დოქტორანტების
· ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების
სტაჟირებას გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2026 წლის მარტის ბოლოს, კონკურსის ოფიციალურად გამოცხადებასთან ერთად გამოქვეყნდება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და შესაბამისი ფორმები.
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!