შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ინფორმაცია რიგით მეათე ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმის ’Litteris et Artibus’ შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას რიგით მეათე ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმის შესახებ, სახელწოდებით - ’Litteris et Artibus’.

’Litteris et Artibus’ წარმოადგენს ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც წელს ჩატარდება უკრაინაში, ქალაქ ლვოვში. ფორუმს მასპინძლობას გაუწევს ლვოვის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.

ფორუმი მიზნად ისახავს, მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან, კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი მკვლევრებისა და გამოცდილი მეცნიერების ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიება არ ითვალისწინებს სამეცნიერო სფეროების მიხედვით შეზღუდვას, თუმცა ფორუმის ფარგლებში ძირითადი განსახვილველი საკითხები შეეხება მეცნიერების შემდგომ მიმართულებებს:

  • კომპიუტერული მეცნიერებები და ინჟინერია;
  • გეოდეზია, არქიტექტურა და კონსტრუქცია;
  • ელექტროენერგიის ინჟინერია და საკონტროლო სისტემები;
  • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებანი;
  • მექანიკური ინჟინერია, მატერიალების მეცნიერება და სატრანსპორტო ინჟინერია;
  • ეკონომიკა და მენეჯმენტი;
  • ქიმია და ქიმიური ტექნოლოგიები;
  • სამართალი და ფსიქოლოგია;
  • ბიოტექნოლოგია, ეკოლოგია და მდგრადი განვითარება.

’Litteris et Artibus’ სრულად იზიარებს Open Science-ის პრინციპებსა და პოლიტიკას, რაც გულისხმობს ფორუმის მიმდინარეობის სრულ გამჭვირვალობასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას.

ფორუმი გაიმართება მიმდინარე წლის 25-27 ნოემბერს.

ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც მსურველებს აძლევს საშუალებას მიიღონ ფორუმში მონაწილეობა როგორც პირადი დასწრებით, ისე ონლაინ პლატფორმის საშუალებით.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოამზადონ აბსტრაქტი.

რეგისტრაციისათვის და აბსრაქტის მომზადების ინსტრუქციის გასაცნობად გთხოვთ მიჰყევით ბმულს.