შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო სამეცნიერო  ღონისძიების შესახებ, რომელიც ორგანიზებულია საფრანგეთის ლორანის უნივერსიტეტის მიერ და  გაიმართება 2021 წლის 16-19 ნოემბერს.

Science & You მიზნად ისახავს კვლევისა და პრაქტიკის შერწყმას მეცნიერების კომუნიკაციის, პოპულარიზაციისა და ჩართულობისმიმართულებით და წარმოადგენს ინოვაციური და პიონერული თემების,გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივებისა და ახალი იდეების ჩამოყალიბების ადგილს.

ღონისძიებას ექნება კონფერენციის ფორმატი, რომელში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განაცხადის შევსება. კონფერენციის ძირითადი თემატიკის სათაურია „მეცნიერების კომუნიკაცია: ნაბიჯით უკან წინსვლის გასაგრძელებლად“. კონფერენციის თემატიკა დაყოფილია 3 ქვე-პუნქტად:

  1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების მიმდინარე და განვითარებადი საკითხები;
  2. „კოლაფსოლოგიის“ კონცეფცია და მომავლის ხედვა;
  3. მეცნიერების კომუნიკაციის მოქნილი პრაქტიკის საჭიროება.

Science & You - ს ფორმატებია:

  • ინდივიდუალური განაცხადი
  • სიმპოზიუმი
  • საპოსტერო პრეზენტაცია
  • სადისკუსიო პანელი

კონკურსში განაცხადების რეგისტრირების გზამკვლევისა და დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ მიჰყევით ბმულს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის, 19 თებერვალი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ კოორდინატორებს შემდგომი ელ-ფოსტის მისამართზე: scienceandyou2021@insight-outside.fr