შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონკურსი European Heritage Awards Europa Nostra Awards 2021

შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კონკურსის -  European Heritage Awards/Europa Nostra Awards 2021 შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში კულტურული მემკვიდრეობის სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას.  

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ევროკავშირის Creative Europe Programme  მონაწილე ყველა ქვეყანას (მათ შორის, საქართველოს). კონკურსი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და მისი მნიშვნელობის წარმოჩენას ევროპულ საზოგადოებასა და ეკონომიკაში.

კონკურსის ყველა გამარჯვებულს გადაეცემა სერთიფიკატი. გამარჯვებულებს შორის 4 კანდიდატი გახდება  გრან პრისა და  ფულადი ჯილდოს - € 10,000 მფლობელი. გარდა ამისა  ორ მონაწილეს გადაეცემათ ILUCIDARE სპეციალური ჯილდო.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 ოქტომბერი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ European Heritage Awards / Europa Nostra Awards ვებგვერდზე.