შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020“-ის შესახებ ფასიანი ვებინარების სერიის შესახებ

Science Business Network  დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვებინარების სერიას ,,ჰორიზონტი 2020“ კონკურსებისთვის საპროექტო წინადადებების შემუშავებისა და წარდგენის შესახებ. 2016 წლის სასწავლო კურსი სულ 8 სერიისაგან შედგება და თითოეული ეთმობა სხვადასხვა საკითხს. კურსის ერთი სერიის ღირებულება შეადგენს 85 ევროს (საფასურს ემატება დღგ), ხოლო მთლიანი სასწავლო კურსის ღირებულება 295 ევროა.

  1. რას ნიშნავს ,,გავლენა“- როგორ განმარტავს მას კომისია და რას ელოდებიან „ჰორიზონტი 2020“-ის შემფასებლები?

თარიღი: 28 აპრილი, 2016

  1. როგორ უნდა წარვადგინოთ განაცხადი - 8 საფეხურიანი წარმატების სტრუქტურა

თარიღი: 24 მაისი, 2016

  1. ევროპული კვლევების საბჭო (ERC): რისი აღმოჩენა სურს ევროპული კვლევების საბჭოს?

თარიღი: 21 ივნისი, 2016

  1. მცირე და საშუალო ბიზნესი - როგორ შევუერთდეთ კონსორციუმს ან მოვიპოვოთ დაფინანსება?

თარიღი: 20 სექტემბერი, 2016

  1. კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა, ე.წ. Open Access

თარიღი 18 ოქტომბერი, 2016

  1. ჰორიზონტალური პრობლემების წარდგენის მნიშვნელობა საპროექტო წინადადებაში თარიღი: 15 ნოემბერი, 2016
  1. რას ნიშნავს გავრცელება - როგორ განმარტავენ მას პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის შემფასებლები?
    თარიღი: 13 დეკემბერი, 2016
  1. ახალი დაფინანსების მეთოდები გრანტების გარდა - როგორ მოვიპოვოთ წვდომა ფინანსებთან?
    თარიღი: 17 იანვარი, 2017

ვებინარების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.sciencebusiness.net/Horizon2020/Intelligence/Default.aspx