შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო

კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის მაისის თვეში.

კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა  სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.

კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას:

  1. ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად;
  2. მეცნიერთა მოკლევადიანი სამეცნიერო-კვლევითი გაცვლითი ვიზიტების განსახორციელებლად;

კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;

გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;

დ) აგრარული მეცნიერებები;

ე) სოციალური მეცნიერებები;

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები;

 

ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფს ერთობლივად.  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენს ფონდში, ხოლო ამავე ერთობლივ კვლევით პროექტს თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი წარადგენს TUBITAK-ში. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.  

 

ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე:

ა) დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

ბ) ახალგაზრდა მკვლევრებს: მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მქონე პირებს 35 წლამდე;  

 

ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო წლიური თანხა-15 000 ლარს.

 

ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ერჯერადი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმები და შესაბამისი დანართები (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება, პროგრამა და პირობები, საპროექტო განაცხადის ფორმა, პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირებისა და საბაზო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება) საბოლოო სახით დაიდება კონკურსის გამოცხადებისას.

ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

 შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორებს:

მარიამ ქებურიას +995 322 200 220 (4022); keburia@rustaveli.org.ge

ნიკოლოზ ბაქრაძეს +995 322 200 220 (4406); bakradze@rustaveli.org.ge