შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვებინარი კვლევის, განვითარებისა და ინოვაციის შესახებ!

EaP PLUS პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 1 დეკემბერს ჩატარდება მესამე ვებინარი კვლევისა და ინოვაციის შესახებ. ეს ვებინარი მიმოიხილავს კვლევისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის პროექტების სტრატეგიებს (მაგალითად „ჰორიზონტი 2020“). ვებინარს ჩაატარებენ სპიკერები სვეტლანა კლესოვა საფრანგეთიდან და ალექსანდრა პეტკოვიჩი ბელარუსიიდან.

ვებინარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკვლევარებისა და პროექტის მენეჯერებისათვის, რომლებიც კვლევის, განვითარებისა და ინოვაციის სფეროს პროექტებში არიან ჩართულები!

ვებინარის მეშვეობით, შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია კვლევის ეფექტურობის, თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებისა და ევროპულ პარტნიორებთან თანამშრომლობისათვის და საერთაშორისო დაფინანსების შესაძლებლობისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის.

EaP PLUS პროექტის ფარგლებში სულ დაგეგმილია ექვსი ვებინარი მეცნიერებისა და ინოვაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე კვლევის, განვითარებისა და ინოვაციის სფეროში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ევროკავშირი - EaP RDI თანამშრომლობის საკითხებზე.

2017 წლის 1 დეკემბერს დაგეგმილი ვებინარი „სტრატეგიის კვლევისა და ინოვაციის თანამშრომლობით პროექტებში“ მესამეა ვებინარების სერიიდან.

სპიკერები: სვეტლანა კლესოვა (ინოვაციების კონსულტანტი და დირექტორი inno TSD, საფრანგეთი)  და ალექსანდრა პეტკოვიჩი (პროექტის მენეჯერი www.adanisystems.com, ბელარუსია).

დასარეგისტრირებელად, შეგიძლიათ იხილოთ ბმული: https://www.eventbrite.fr/e/eap-exploitation-strategy-in-ri-collaborative-projects-webinar-tickets-39723395746

ვებინარზე მოგეცემათ შესაძლებლობა, გამოცდილ ევროპელ პროფესიონალებს შეკითხვებიც დაუსვათ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კრისტინა დაქსს k.dax@inno-group.com

იხილეთ ვებინარის შესახებ დანართი.