კონკურსის მიზანი: ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა,
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელება და სასწავლო პროგრამების ხარისხის ზრდა.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტები
ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 6 და არაუმეტეს 36 თვით.
კონკურსის კოორდინატორები: ანა ფოლოდაშვილი; ანა კობერიძე
ნორმატიული აქტი
2024 წლის კონკურსის პირობები
დაფინანსებული პროექტები: