შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ასევე,  ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში.

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

  • 2018 წლის 22 იანვარი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
  • კონსულტაციების დღეები:
  1. 4.05.2018, 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო          

                                           დარბაზი,

  1. 22.05.2018,16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო

                                          დარბაზი,

  • 2018 წლის 8 ივნისი, 18:00 სთ - პროექტების ელექტრონულად წარდგენა ფონდში;
  • 2018 წლის 13 ივნისი, 16:00 სთ - შევსებული, ხელმოწერილი განცხადების ფორმის წარდგენა ფონდის

                                                               კანცელარიაში;

  • 2018 წლის 14-15 ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის

                                                   დადგენა;

  • 2018 წლის 18-29 ივნისი - პროექტების შეფასება  ფონდისა და უნივერსიტეტის ერთობლივი    

                                                    კომისიის მიერ;

  • 2018 წლის 2 ივლისი - ინტერვიუსთვის შერჩეული კანდიდატებისთვის ფონდიდან შეტყობინების

                                              გაგზავნა;

  • 2018 წლის ივლისი - ინტერვიუების ჩატარება შერჩეულ კანდიდატებთან ფონდისა და

                                           უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ;

  • 2018 წლის ივლისი - კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და

                                           ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

                                          სამართლებრივი აქტით დამტკიცება;

  • 2018 წლის ოქტომბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება

 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს:

ნინო გაჩეჩილაძე, ელ-ფოსტა: gachechiladze@rustaveli.org.ge

 

ოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებას!