შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონკურსის მიზანი: შეარჩიოს და დააფინანსოს ორიგინალური კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს: ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული, კონკრეტული, პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად; ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარების, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირების ან/და გამოყენების დემონსტრირების გზით.  კვლევა უნდა იყოს ექსპერიმენტულ განვითარებაზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის მზაობის დონის ამაღლებაზე, კომერციალიზაციაზე ან ინდუსტრიალიზაციაზე ორიენტირებული. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა კვლევებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ჭკვიანი სპეციალიზაციის გაძლიერებასა და მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.

 კონკურსის სამიზნე ჯგუფები: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები და მათში მოღვაწე მეცნიერები.

ხანგრძლივობა: გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის პირობებით კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 წელს.

კონკურსის კოორდინატორები:  მ.თედეშვილი, ნ. აბუსელიძე

2022 წლის კონკურსის პირობები 

ნორმატიული აქტი

დაფინანსებული პროექტები: 

2022 წელი

2019 წელი

2018 წელი

2016 წელი

2015 წელი

2014 წელი

2013 წელი

2012 წელი