შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საგრანტო პროექტის „მოწყვლადი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების რისკების შეფასება მოსალოდნელი კატასტროფების ფორმირებისას“ ფარგლებში ონლაინ შეხვედრა

2022 წლის 24 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების  საგრანტო პროექტის „მოწყვლადი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების რისკების შეფასება მოსალოდნელი კატასტროფების ფორმირებისას“ ფარგლებში გაიმართა გრანტის შემსრულებლებისა და უცხოელი მეცნიერ-კონსულტანტის, მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ ბილალ აიუბის (მერილენდის უნივერსიტეტის ტექნოლოგიისა და სისტემების მართვის ცენტრის დირექტორი და სამოქალაქო და გარემოს დაცვის ინჟინერინგის დეპარტამენტის პროფესორი) ონლაინ სამუშაო შეხვედრა.

საგრანტო პროექტის ხელმძღვანელმა (პროფ. გივი გავარდაშვილი), კოორდინატორმა (ასოც. პროფ. თამრიკო სუპატაშვილი) და შემსრულებელმა (ასოც. პროფ. კონსტანტინე ბზიავა) წარმოადგინეს ინფორმაციული მოხსენებები შესრულებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა უცხოელმა კონსულტანტმა. მოხსენებისას ყურადღება გამახვილდა პროექტის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი.