კონკურსის მიზანი
მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკონკურსო განაცხადის ტიპი ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა მეცნიერს.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი ითვალისწინებს სახელობით სტიპენდიების კატეგორიებს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:
ა) ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ბ) ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია ინჟინერია და ტექნოლოგიების მეცნიერებების მიმართულებით;
გ) ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით;
დ) დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით;
ე) დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ვ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;
ზ) ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით;
კონკურსის კოორდინატორები: ქეთევან გორგაძე
გამარჯვებული პროექტები: