შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონკურსის მიზანი:  კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა.  გრანტი საშუალებას მისცემს საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას. მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაციას

კონკურსის სამიზნე ჯგუფები: უცხოეთის უნივერსიტეტებში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, დამოუკიდებელ კვლევითი ცენტრებში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები და მათში მოღვაწე მეცნიერები.

ხანგრძლივობა: კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 ან 36 თვეს.

კონკურსის კოორდინატორები:

დავით ჩიჩუა

2018 წლის კონკურსის პირობები

ნორმატიული აქტი

დაფინანსებული პროექტები:

2018 წელი

2016 წელი

2015 წელი

2014 წელი

2012 წელი

2011 წელი