შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა: PHDF

კონკურსის მიზანი

ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინდივიდუალური

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

1 მარტი, 9 მარტი  16:00 სთ; 19 მარტი 13:00 სთ. - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (შეხვედრის ბმული) გთხოვთ, მითითებულ ბმულზე დასასწრებად შემოხვიდეთ 10 წუთით ადრე. 

21 მარტი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

1 მარტი -  26 მარტი 16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

12 აპრილი 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

აპრილი – ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

მაისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

მაისი - სექტემბერი – კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

ოქტომბერი – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ოქტომბერი – გამარჯვებულ დოქტორანტებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის№128/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 11 თებერლის N05 ბრძანება
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება 
  • უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით - დანართი 12
  • სამეცნიერო კლასიფიკატორი - დანართი 13
  • 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების  წესი - დანართი 14

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG)
  • დოქტორანტის, დისერტაციის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელისა და კონსულტანტის (მათი არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფია - CV დანართი 4 ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 5, ივსება GMUS-ში ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება  - დანართი 6, ივსება GMUS-ში ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • კონსულტანტის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი 7 (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ENG)
  • ცნობა დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტის სწავლის შესახებ - დანართი 9
  • თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 10 (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 11, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

დამხმარე მასალები

კონკურსის პრეზენტაცია

საკონსულტაციო შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი

ხშირად დასმული შეკითხვები

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული - გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 21 მარტამდე კონკურსის ელ. ფოსტით do@rustaveli.org.ge. ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები აიტვირთება ფონდის ვებ-გვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

ანა ფოლოდაშვილი - პროგრამული საკითხები - 598 18-04-33 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

ლანა დავითულიანი - პროგრამული საკითხები - 598 17-17-09 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

ბაგრატ რაზმაძე - კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში

საკონტაქტო ინფორმაცია: do@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!