შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2026 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა SPG

კონურსის მიზანი

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური, ჯგუფური

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა) წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციას ძირითად პერსონალთან ერთად;

ბ) ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

  • პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი. პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინატორი ვერ იქნება ერთი და იგივე პირი.
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს მინიმუმ სამი თვე და მაქსიმუმ ერთი წელი.
  • პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით - 2026 წლის 22 მაისი;
  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია Gmus-ში - http://gmus.rustaveli.org.ge - 2026 წლის 25 მაისიდან - 16 ივნისის 16:00 საათამდე;
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები

28 მაისი, 15:00 საათი - შეხვედრის ბმული

11 ივნისი, 15:00 საათი - შეხვედრის ბმული

  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა - 2026 წლის 25 ივნისის 18:00 საათამდე;
  • კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან - ივნისი-ივლისი;
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - ივლისი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა საკონკურსო კომისიის მიერ - ივლისი-აგვისტო;
  • გამარჯვებული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ - ივლისი-აგვისტო;
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - ივლისი-აგვისტო;
  • გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება - ივლისი-აგვისტო.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანება

სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 22 მაისის  N612787 ბრძანება

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები

 

  • კონკურსის პირობები (დანართი N1)
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი N2, ივსება GMUS-ში)
  • საპროექტო წინადადება (დანართი N3)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი N4, ივსება GMUS-ში და შემდეგ გენერირდება)
  • პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი N5, ივსება GMUS-ში)
  • პროექტის ბიუჯეტი /ბიუჯეტის დასაბუთება (ჯგუფური პროექტებისთვის) (დანართი N6, ივსება GMUS-ში)
  • პროექტის ბიუჯეტი/ბიუჯეტის დასაბუთება (ინსტიტუციური პროექტებისთვის) (დანართი N7, ივსება GMUS-ში)
  • კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ (დანართი N8 GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი N9 GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (დანართი N10)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან
  • კონკურსის საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკატორი (დანართი N13)

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

 

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე spg@rustaveli.org.ge

 

 

კონკურსის კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

+(995 32) 2 200 220 (შიდა ნომერი 44 02)

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!