შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა ZGP

კონკურსის მიზანი

ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

საკონკურსო განაცხადის ტიპი - ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები

  1. კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი პრემიით მეცნიერის დაჯილდოებას. ფონდის მიერ დაწესებული პრემია გაიცემა ქართველოლოგიის მიმართულებით, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს/ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას/ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას;
  2. პრემიის ოდენობა - 8000 ლარი;
  3. კონკურსის ფარგლებში გაიცემა ერთი პრემია.

პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:

ა) ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე, უცხოეთის მოქალაქეს, რომელსაც დაკავებული აქვს აკადემიური თანამდებობა და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე, უცხოეთის მოქალაქეს, დოქტორის ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ეწევა სამეცნიერო საქმიანობას შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებაში.

 

კონკურსზე რეგისტრაციის წესი

 

  1. კონკურში რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად ელექტრონულ ბაზაში http://gmus.rustaveli.org.ge;
  2. პირველი ეტაპი - 2020 წლის 09 მარტის 10:00 საათიდან - 15 მარტის 24:00 საათამდე (თბილისის დროით) - იტვირთება მოთხოვნილი დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების გარდა; ელექტრონული რეგისტრაცია დასტურდება Submit-ის საშუალებით; გენერირდება განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  3. მეორე ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაციის (Submit) შემდეგ 2020 წლის 16 მარტის 18:00 საათამდე (თბილისის დროით) - იტვირთება განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ქართულ ენაზე, დადასტურებული განმცხადებლის ხელმოწერით; ელექტრონული რეგისტრაცია მეორედაც დასტურდება Submit-ის საშუალებით;

კონკურსზე რეგისტრირებული საკონკურსო განაცხადების კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

 

კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

kgorgadze@rustaveli.org.ge

 

გისურვებთ წარმატებას!