შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდმა პროექტი CALIPER-ის: კვლევისა და ინოვაციის დაკავშირება გენდერული თანასწორობისთვის ფარგლებში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები განახორციელა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა პროექტი CALIPER-ის: კვლევისა და ინოვაციის დაკავშირება გენდერული თანასწორობისთვის ფარგლებში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები განახორციელა. შემუშავებული გენდერული თანასწორობის გეგმის (GEP) შედეგად განხორციელდა  რამდენიმე აქტივობა, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანური რესურსების და ინსტიტუციური მმართველობის მიმართულებებთან. კერძოდ, განხორციელების პირველი ფაზის საწყისი ეტაპი მოიცავდა ისეთ აქტივობებს, როგორიცაა, გენდერული თანასწორობის შესახებ დასაქმებული პერსონალისთვის საინფორმაციო ბროშურის/გზამკვლევის შემუშავება, სამსახურიდან წასული თანამშრომლებისთვის კითხვარის შემუშავება, ინსტიტუციურ დონეზე გენდერული მონაცემების შეგროვება და არსებული სამუშაო აღწერილობების შეცვლა ფონდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ორგანიზაციაში გენდერული საკითხების მიმართ მიზნობრივი ფუნქციების დამატების გათვალისწინებით. ყველა აქტივობა წარმატებით განხორციელდა და დაგეგმლია გრძელვადიან პერსპექტივაში.