„ჰორიზონტი 2020“-ის მიერ დაფინანსებული პროექტის CALIPER ფარგლებში რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა
მიმდინარე წლის 3 ივნისს, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების პროგრამა-„ჰორიზონტი 2020“-ის მიერ დაფინანსებული პროექტის CALIPER ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა, სადაც ფონდის მხრიდან პროექტის სამუშაო ჯგუფში ჩართულმა პირებმა დაინტერესებულ მხარეებს გააცნეს გენდერული თანასწორობის გეგმის სამუშაო ვერსია, რაც მოიცავდა შიდა ინსტიტუციურ და გარე აქტივობებს. ფონდის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ინსტიტუციებისგან მოისმინეს მოსაზრებები და შეფასებები გენდერული თანასწორობის გეგმასთან დაკავშირებულ ცალკეულ ასპექტებზე .
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთობლივად დაგეგმეს სამომავლო აქტივობები და ღონისძიებები.