შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პრეზენტაცია პროექტ „CALIPER”-ის ფარგლებში

7 ივლისს, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020 -ის  დაფინანსებული პროექტ „CALIPER”-ის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია „CALIPER - კვლევისა და ინოვაციის დაკავშირება გენდერული თანასწორობისთვის”  შოთა  რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის თანამშრომლებისთვის,  რომელზეც  პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა, ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა რუსუდან ჯობავამ  და  თამარ ჩხაიძემ ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ძირითად  მიმართულებებზე, პრიორიტეტებსა და  შედეგებზე,  ასევე სამომავლო ღონისძიებებზე, გენდერული თანასწორობის გეგმაზე,  ინსტიტუციურ კომუნიკაციასა და კოლაბორაციულ აქტივობებზე.

CALIPER  წარმოადგენს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა HORIZON 2020-ის ფარგლებში დაფინანსებულ  პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს: ევროპის, ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციებსა (RPOs) და  კვლევის დამფინანსებელ ორგანიზაციებში (RFOs) სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს,  გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავებას, განხორციელებასა და შეფასებას,  STEM მიმართულებებში ქალი მკვლევრების ჩართვის წახალისებისა და მათი კარიერული წინსვლის მხარდაჭერისათვის.