შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტ „CALIPER” ის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი "ბარიერები ქალთა პროფესიულ განვითარებაში"

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020 -ის  დაფინანსებული პროექტ „CALIPER”-ის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით " ბარიერები ქალთა პროფესიულ განვითარებაში''. 

აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ რუსთაველის ფონდის თანამშრომლები და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა, ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ძირითად  მიმართულებებზე, ტრენინგის ფარგლებში მიმოხილულ იქნა ძირითადი ბარიერები ქალთა პროფესიულ განვითარებაში და პრობლემის გადაჭრის გზები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

CALIPER  წარმოადგენს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა HORIZON 2020-ის ფარგლებში დაფინანსებულ  პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს: ევროპის, ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციებსა (RPOs) და  კვლევის დამფინანსებელ ორგანიზაციებში (RFOs) სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს,  გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავებას, განხორციელებასა და შეფასებას,  STEM მიმართულებებში ქალი მკვლევრების ჩართვის წახალისებისა და მათი კარიერული წინსვლის მხარდაჭერისათვის.