პროექტ „CALIPER” ის ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი და დისკუსია
6 დეკემბერს, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020 -ის დაფინანსებული პროექტ „CALIPER”-ის ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი/დისკუსია, პროექტის ფარგლებში ფონდის მიერ შემუშავებული გენდერული თანასწორობის გეგმის მდგრადობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ რუსთაველის ფონდის თანამშრომლები და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა, ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ძირითად მიმართულებებზე, პრიორიტეტებსა და შედეგებზე, ასევე სამომავლო ღონისძიებებზე, გენდერული თანასწორობის გეგმაზე, ინსტიტუციურ კომუნიკაციასა და კოლაბორაციულ აქტივობებზე. შეხვედრი ბოლოს გაიმართა დისკუსია.
CALIPER წარმოადგენს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა HORIZON 2020-ის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს: ევროპის, ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციებსა (RPOs) და კვლევის დამფინანსებელ ორგანიზაციებში (RFOs) სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს, გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავებას, განხორციელებასა და შეფასებას, STEM მიმართულებებში ქალი მკვლევრების ჩართვის წახალისებისა და მათი კარიერული წინსვლის მხარდაჭერისათვის.