შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა პროექტ Caliper-ის ფარგლებში კვლევასა და ინოვაციაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში,  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა HORIZON 2020-ის  პროექტის,   Caliper-ის ფარგლებში  გაიმართა ვორქშოფი,   შეხვედრა კვლევასა და ინოვაციაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე დაინტერესებულ მხარეებთან.  შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ ინფორმაცია პროექტის მიზნებზე, განხორცილებულ აქტივობებზე, მიღებულ შედეგებზე და  სამომავლო გეგმებზე.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი და პროექტი CALIPER- ის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა, რუსუდან ჯობავამ.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020-ის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტ „CALIPER”-ს. პროექტის ძირითადი მიზანია,  გააძლიეროს გენდერული ბალანსი STEM მიმართულებებში და უზრუნველყოს ქალი მკვლევრების უფრო მეტად ჩართულობა კვლევასა და ინოვაციაში, ასევე,  ხელი შეუწყოს ევროპული კვლევითი სივრცის მე-4 პრიორიტეტის განხორციელებას გენდერული თანასწორობის შესახებ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფონდმა შეიმუშავა და დანერგა გენდერული თანასწორობის გეგმა (GEP), რომელიც წარმოადგენს სტრუქტურული ცვლილებებისა და  STEM მიმართულებებში გენდერული ბალანსის გაძლიერების ინსტრუმენტს.