შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჩატარდა ბიოლოგიის 36- ე საერთაშორისო ოლიმპიადა

ბიოლოგიის 36- ე საერთაშორისო ოლიმპიადა  20-27 ივლისს ქალაქ კესონ-სიტიში (ფილიპინები) ჩატარდა , რომელშიც მონაწილეობდა ბიოლოგიაში  საქართველოს ნაკრები გუნდი.

ბიოლოგიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადისთვის  საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება  და    მონაწილეობა    შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ნაკრები გუნდის წევრები არიან  :ნიკოლოზ ტყებუჩავა - სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ; დავით კუხალაშვილი - სსიპ - ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლა; ანანო ქადარია - სსიპ - მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა; ლიზი ჩაჩუა - სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ;

გუნდის ლიდერია ეკა ხურციძე, თანალიდერი - ირინა მოდებაძე, ასისტენტი - ნანა ბარნაველი და დამხმარე პედაგოგი - ეკა მითაიშვილი.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები  მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით გამოირჩევიან;  მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.