შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სახელწოდება :  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის  საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანი: საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას,  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას), სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას,  საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო ინსტიტუტები და მათში მოღვაწე მეცნიერები.

კონკურსის კოორდინატორები: ლ.დავითულიანი, ხ.არაბული.

ნორმატიული აქტი

2019 წლის კონკურსის პირობები

დაფინანსებული პროექტები:

2019 წელი

2018 წელი

2016 წელი