კონკურსის მიზანი: ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლის, მათ მოძიების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციისა და ამ სფეროში ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვის ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები და მათში მოღვაწე მეცნიერები.
ხანგრძლივობა: საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსის პირობებით პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3 წელი
კოორდინატორი: თ.სხირტლაძე
დაფინანსებული პროექტები