შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანი

ა) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;

ბ) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში (ქვეყნის ისტორიის, კულტურის, სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის) მოღვაწე მეცნიერთა, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, მათი ჩართვა ევროპული უნივერსიტეტების სამეცნიერო-კვლევით და აკადემიურ პროცესებში და შესაბამისი თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;

გ) საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების მეშვეობით ევროპულ აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში კოლაბორაციული კონტაქტებისა, სამეცნიერო-კვლევითი კონსორციუმების, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

კონკურსის კოორდინატორები:

  • პროგრამული მიმართულებით:

სალომე შარაშენიძე

  • საერთაშორისო მიმართულებით:

მარიამ ქებურია

თამთა შკუბულიანი

 

ნორმატიული აქტი

2019 წლის კონკურსის პირობები