შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორის შეხვედრა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში

9 დეკემბერს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ გახსნა:  ასევე ფონდის გენერალურ დირექტორს მიესალმა და მადლობა გადაუხადა  ამავე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა დიმიტრი გეგენავამ.

სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა  ზვიად  გაბისონიამ წარადგენა  პრეზენტაცია  „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალ შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”, ისაუბრა  საქართველოს ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის- EURAXESS-ის წევრობის მნიშვნელობაზე- ფართო შესაძლებლობებსა და ახალ სერვისებზე საქართველოს მეცნიერებისთვის, ასევე,  ფონდის მოერ 2019 წლის გამოცხადებულ  პროგრამებსა და კონკურსებზე,  ახალ მიზნობრივ  კონკურსებზე, 2020 წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე,  მასშტაბურ  პროექტებზე.

ზვიად გაბისონიამ უპასუხა ახალგაზრდა მეცნიერების, დამსწრე აუდიტორიის  შეკითხვებს.