შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გიორგი კალანდიას ლექცია თემაზე „ქართველ მეფეთა და დედოფალთა ეროვნული სამოსი“

18 მაისს, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ფონდის გრანტიორებისთვის, პედაგოგებისთვის გაიმართა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის, გიორგი კალანდიას ლექცია თემაზე „ქართველ მეფეთა და დედოფალთა ეროვნული სამოსი“.

დიტანციურ შეხვედრას ესწრებოდნენ, ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და მოადგილე ჯაბა სამუშია.
ლექციაზე გიორგი კალანდიამ განიხილა ქართველ მეფეთა სამოსის ისტორია, რა გავლენას ახდენდა პოლიტიკური სიტუაცია ხელმწიფეების ჩაცმულობაზე, რას გვიყვება ტანსაცმელი და რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა მას.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ  ქართველი დიდებულები სამოსის სილამაზესთან ერთად სიმდიდრეს წარმოაჩენდნენ, რაც სამეფოს პრესტიჟულობას უსვამდა ხაზს და რომ ქართული ისტორიული სამოსი შეგვიძლია იმ ხელოვნების ძეგლად ჩავთვალოთ, რომლის ფასი იშვიათად აქვს მსოფლიოს. დასარულს ფონდის გენერალურმა დირექტორმა-ზვიდ გაბსონიამ მადლობა გადაუხადა გიორგი კალანდიას საინტერესო ლექციისთვის. დისტანციური შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის რეჟიმით.