შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

 

ინფორმატიკის  (IOI 2023)  35-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს უნგრეთში, ქალაქ სეგედში  გაიმართა,  საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებმა  ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  ვერცხლის  მედლის მფლობელი  გახდა ანდრია რაზმაძის სახელობის  ქუთაისის  N41  ფიზიკა-მათემატიკის საჯარო  სკოლის მოსწავლე თარაშ დოლაბერიძე, ხოლო ბრინჯაოს მედლები  მოიპოვეს  კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლუკა მელაძემ, ლუკა მოსიაშვილმა და ირაკლი სულამანიძემ. ოთხივე მათგანი საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრის, „მზიურის“ აღსაზრდელიცაა.

საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა   და მონაწილეობა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

გუნდის ლიდერია გიორგი მანდარია,  თანალიდერი -  ბაქარ გამეზარდაშვილი, ასისტენტი - ვახტანგ შეკიშვილი, დამხმარე პედაგოგი-გურამ ქოთოლაშვილი.  საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით.  მათი მიზანია სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა  და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა.