შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

14 აპრილი რუსთაველის ფონდმა ლექციით „ენა და კულტურის ეკოლოგია“ აღნიშნა

 

14 აპრილს,  ქართული ენის დღეს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორმა,  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა,  თინათინ  მარგალიტაძემ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა  კონკურსის  -  „ლეონარდო და ვინჩის“ გრანტიორებისა და მონაწილეებისთვის  ჩაატარა   დისტანციური ლექცია - საუბარი  „ენა და კულტურის ეკოლოგია“.  ლექციის თემა იყო  ქართულ ენაში მიმდინარე  რთული  პროცესები,  ქართული ენის დაცვის,  ენაში უცხო  სიტყვების,  ბარბარიზმების,  ტერმინების  შემოტანის აქტუალური  საკითხები.  პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ აღნიშნა, რომ   ენის  ლექსიკური მარაგის გაღარიბება,  ქართული ენის მორფოლოგიის, სინტაქსის უგულებელყოფა    საფრთხეს უქმნის სახელმწიფო  ენის საკომუნიკაციო და სხვა ფუნქციებს,  ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დაცვის აუცილებლობაზე; ლექციის დასასრულს უპასუხა მოსწავლეების მრავალრიცხოვან  შეკითხვებს.