შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

 

2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 580 პროექტი, კონკურსიდან მოიხსნა 71 პროექტი. შეფასების ეტაპზე გადასული 509 პროექტის შეფასება განხორციელდა ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად, რაც გულისხმობდა:

  1. თითოეული პროექტის პირველადი შეფასება ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ;
  2. პროექტის ხელმძღვანელის შეპასუხება პირველად შეფასებაზე (ე.წ. Rebuttal);
  3. თითოეული პროექტის პანელური შეფასება ექსპერტთა ჯგუფების მიერ პირველადი შეფასებისა და პროექტის ხელმძღვანელის შეპასუხების გათვალისწინებით.

ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე რანჟირებული სიების შედგენა და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 12 აპრილის №33 ბრძანების მე-12 დანართით დადგენილი წესის  მიხედვით. დასაფინანსებლად შეირჩა 123 პროექტი.

იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 28 იანვრის  ბრძანება N12 გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ

ცვლილება N12 ბრძანებაში

გამარჯვებული პროექტები

პროექტების შეფასების გაცნობა შესაძლებელია გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

გამარჯვებულმა წამყვანმა და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციებმა, არაუგვიანეს 2022 წლის 14 თებერვლის 18:00 საათისა სსიპ- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1.წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის მიზნობრივი ანგარიშის რეკვიზიტები - ამ პროექტისათვის გახსნილი ლარის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება გრანტის თანხა და ცნობა ბანკიდან, რომ აღნიშნულ ანგარიშზე არ დაირიცხება სარგებელი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში ორგანიზაციის სახაზინო კოდი;

2.ცნობა იმის შესახებ, რომ წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციებს არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე; 3.თანადაფინანსების ცნობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორიგინალი - თუ ცნობის ორიგინალი უცხოენოვანია, მას თან უნდა ერთვოდეს ქართული თარგმანი დამოწმებულ თარჯიმანთა ბიუროს მიერ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!